ბაია პატარაია - სქესობრივი დანაშაულები ერთ-ერთი ყველაზე ფარული და რთული დანაშაულია საქართველოში - ჯერ კიდევ არ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობა

სქესობრივი დანაშაულები ერთ-ერთი ყველაზე ფარული და რთული დანაშაულია საქართველოში - თანხმობის ნაკლებობა, კანონმდებლობის მიხედვით კვლავ არ ითვლება გაუპატიურებად, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია შეიცვალოს და დაიხვეწოს კანონმდებლობა, შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებში, თანხმობის ნაკლებობა კი გაუპატიურებად უნდა ჩაითვალოს.

„სქესობრივი დანაშაულები ერთ-ერთი ყველაზე ფარული და რთული დანაშაულია საქართველოში. ჩვენ, ჯერ კიდევ არ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობა. თანხმობის ნაკლებობა, კანონმდებლობის მიხედვით კვლავ არ ითვლება გაუპატიურებად. ეს ჩამორჩენაა როგორც საერთაშორისო კონვენციებთან, ისე საუკეთესო პრაქტიკასთან. ეს საკანონმდებლო ხარვეზი, პრაქტიკასა და მუშაობაში იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას.

დღეს ვისაუბრებთ, სპეციალური საჭიროების ქალებზე, რომელთაც განსაკუთრებული პრობლემები აქვთ, ესენი არიან შშმ პირები, უცხოელი მოქალაქეები და სხვა. მართალია სპეციალიზაცია პროკურატურაში და შსს-ში მოხდა და გაუმჯობესდა მათი მუშაობა, მაგრამ სასამართლოში ეს ასე არ არის. ხშირად საქმეებს პრობლემა სასამართლოში ექმნებათ.

უმნიშვნელოვანესია შეიცვალოს და დაიხვეწოს კანონმდებლობა, ის შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებში, თანხმობის ნაკლებობა გაუპატიურებად უნდა ჩაითვალოს.

მეორე მხრივ, უნდა ვისაუბროთ, მსხვერპლზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისთვის რა უნდა გაკეთდეს. გენდერული მგრძნობელობა დაბალია, ქალები მართლმსაჯულების სისტემაში თავს დაცულად არ გრძნობენ, ბევრი პრობლემა ექმნებათ, მათ შორის, სახელმწიფო უწყებებიდან”,- აღნიშნა პატარაიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო