თაზო დათუნაშვილი - რეისი, რომლითაც ღარიბაშვილმა იმგზავრა, არ ღირდა 34 ათასი ევრო - საბაზრო ფასი 110 ათასი ევროდან 130 ათას ევროს ფარგლებშია

ღარიბაშვილმა კორუფციული გარიგებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით მოახერხა და ბორტი ნომერი 1-ით იმგზავრა,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით დამატებითი ახსნა-განმარტებების გაკეთება მოითხოვა და აღნიშნა, რომ რეისის საბაზრო ფასი, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახმა იმგზავრა, 110 ათასი ევროდან 130 ათას ევრომდე ფარგლებში მერყეობს.

„საბაზრო ფასი თამაშობს 110 ათასი ევროდან 130 ათას ევროს ფარგლებში. ვერსია, რომლის მიხედვითაც, ბატონი ჩუბინიძე ცდილობს საქართველოს მოსახლეობა მოატყუოს ამ სკანდალთან დაკავშირებით და უთხრას, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახმა შეიტანა 34 ათასი ევრო საქართველოს ბიუჯეტის ხაზინაში, ეს ვერსია არის ძალიან პრობლემური. ეს წარმოადგენს პირდაპირ კორუფციას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. გამოდის, რომ სახელმწიფომ კომერციული მიზნით მიაქირავა თვითმფრინავი კერძო პირ ღარიბაშვილს, რომელმაც ამ თვითმფრინავში არასაბაზრო ფასი გადაიხადა. მეტიც, საბაზრო ფასთან შედარებით სადღაც ალბათ, 20-30%, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ საშუალოდ 80-90 ათასი ევროს მოგება იზარალა. გამოდის, რომ ღარიბაშვილმა კორუფციული გარიგებისა და თანამდებობის თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით მოახერხა და ბორტი ნომერი 1-ით იმგზავრა. არ მგონია, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც განაცხადს გააკეთებს ბორტი ნომერი 1-ის დაქირავებაზე, იგივე ფასში შესთავაზონ. თუ იგივე ფასში სთავაზობენ, მაშინ ამ ბორტის გაქირავების კომერციული მიზანი ამ ტრანზაქციიდან მთლიანად ამოგდებულია. შესაბამისად, ყველაფერი ეს არის კორუფცია, რომლითაც საქართველოს ბიუჯეტმა იზარალა“,- განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი განმარტებით, "რა მტკიცებულებების ფაბრიკაციაც არ უნდა მოხდეს ახლა სპეციალური დაცვის სამსახურში, ფაქტი სახეზეა, რომ ეს რეისი არ ღირს 34 ათასი ევრო".

„ეს რეისი არ ღირდა 34 ათასი ევრო. ეს რეისი ღირდა 4-ჯერ უფრო ძვირი. ამიტომ, ბატონმა ჩუბინიძემ ახლა განმარტება უნდა გააკეთოს, თუ რა ეკონომიკურ გათვლებს აწარმოებს მისი ორგანო, როდესაც კომერციული მიზნით აქირავებს ბორტ ნომერ 1-ს“,-განაცხადა დათუნაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო