თეონა აქუბარდია - თუ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯზე დაფრინავდა, რატომ ვიგებთ ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მე-11 წელს? იმიტომ, რომ ახლა დასჭირდა ღარიბაშვილის პოსტის გადარჩენას ეს საკითხი

თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არსებობდა გრიფით „საიდუმლო“ ინფორმაცია და მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯზე პირადი მიზნებისთვის დაფრინავდა, რატომ ვიგებთ ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მე-11 წელს? იმიტომ, რომ ახლა დასჭირდა ირაკლი ღარიბაშვილის პოსტის გადარჩენას ეს საკითხი. ეს ხომ უსამართლობაა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, პრობლემა არა გამოძიებაში, არამედ მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაწყებაშია.

„მადლობა მინდა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილის მამას, იმისთვის, რომ შვილი, სავარაუდოდ, საკუთარი დაფინანსებით, ჩარტერით ევროპაში გააგზავნა. რამდენადაც ამ სკანდალის გახმოვანების გარეშე, ვერ გავიგებდით, რომ მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის სამინისტროს გრიფით „საიდუმლო“ ინფორმაციის თანახმად, ასევე დაფრინავდა ბიუჯეტის ხარჯზე. სიმართლე გითხრათ, ძალიან სასაცილოა. ხელისუფლება, რომელიც 2012 წელს მოვიდა, სამართლიანობის აღდგენის პირობით, აგერ 2023 - ში რომ არა ეს გახმაურებული კორუფციული სკანდალი, ვერც კი გავიგებდით, რომ თურმე, თავდაცვის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჰქონდა ცალკე დამალული ფაქტები. ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია, მის წინააღმდეგ არის საქმეები, „პიჯაკების“ საქმე არის ერთ-ერთი. აღმოჩნდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას უმალავდა იმას, რომ თურმე საიდუმლო „გრიფით“ არსებობს კიდევ უფრო ახალი ბრალდებები, რასაც მხოლოდ და მხოლოდ ახლა ვიგებთ, როცა ეს დასჭირდა „ქართულ ოცნებას“. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ როგორი თანამშრომლობა იყო, სავარაუდოდ, „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით იწყება ახლა ეს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და არა სამართლიანობისთვის, რა დაპირებითაც „ქართული ოცნება“ 2012 წელს მოვიდა. არც გრიფის „საიდუმლო“ მოხსნა იყო აქამდე პრობლემა და არც სხვა რამ. კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება სამართლიანობის აღსრულება. მიხეილ სააკაშვილზე ხელი დაფარება არის „ქართული ოცნების“ საკითხი. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არსებობდა გრიფით „საიდუმლო“ ინფორმაცია და მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯზე პირადი მიზნებისთვის დაფრინავდა, რატომ ვიგებთ ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მე-11 წელს? და რატომ აქამდე არა? იმიტომ, რომ ახლა დასჭირდა ირაკლი ღარიბაშვილის პოსტის გადარჩენას ეს საკითხი. ეს ხომ უსამართლობაა?! როცა „ქართული ოცნება“ სამართლიანობის აღდგენით მოვიდა ხელისუფლებაში, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება და 11 წლის თავზე გვეუბნებიან, რომ თურმე კიდევ რაღაც დამალული ჰქონიათ. ახლა ეს უნდა გამოიტანონ, ეს არის მთავარი პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო ისეთი პრეზიდენტი, როგორიც სჭირდებოდა ამ ქვეყანას და მისი მთავრობა ყოფილიყო სამართლიანი, ის ხომ ხელისუფლებაში იქნებოდა?! გამოძიებაში კი არაა პრობლემა, პოლიტიკურად ხდება გამოძიების დაწყება ან არ დაწყება. როცა ირაკლი ღარიბაშვილის გადარჩენისთვის დასჭირდა „ქართულ ოცნებას“, მაშინ იწყებს. აღშფოთებული ვარ, რომ ამ ინფორმაციას მალავდა „ქართული ოცნება“, მიუხედავად იმისა, ჯუანშერ ბურჭულაძეს ამისთვის ახლა არ მიუკვლევია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო