ალეკო ელისაშვილი - თავდაცვის სამინისტრომ 11 წლის თავზე რომ გაიღვიძა, დაამთქნარა და აღმოაჩინა, რომ თურმე სააკაშვილის მხრიდან უკანონო ხარჯები ყოფილა, ეს სერიოზული აღარ არის - გამოძიება უნდა დაიწყოს როგორც ამ საქმეზე, ისე ღარიბაშვილის კერძო ვოიაჟზე!

სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილებიდან 11 წელი გავიდა და როცა თავდაცვის სამინისტრომ 11 წლის თავზე გაიღვიძა, დაამთქნარა და აღმოაჩინა, რომ თურმე რაღაც უკანონო ხარჯები ყოფილა, ეს აღარც უხერხულია, აღარც სასაცილო და მით უფრო, სერიოზული არ არის - გამოძიება უნდა დაიწყოს როგორც ამ საქმეზე, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის კერძო ვოიაჟზე! - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი პრეზიდენტის ფრენებთან დაკავშირებული ხარჯები 11 წლის თავზე გაახსენდა, ეს იმას ნიშნავს, რომ აქვთ არა მართლმსაჯულების აღსრულების, არამედ პოლიტიკური ინტერესი.

„აქამდე ეძინათ და არ იცოდნენ, რომ 14 მილიონი იყო გაფლანგული?! ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო რესურსს „საგულაოდ“ იყენებდა და ქალებს და არა მხოლოდ ქალებს საკუთარი სიამოვნებისთვის დაატარებდა, ყველამ ვიცით. სააკაშვილი ფადი შაჰივით რომ იქცეოდა, იმიტომაც ვაკრიტიკებდი და ამიტომაც გულს მირევდა სახელმწიფოს რესურსების მიმართ მისი დამოკიდებულება. არანაკლებად გულისამრევია ის, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაატარა - თან ნაცარს გვაყრის და გვეუბნება, რომ პენსიონერებს მუთაქაში 34 ათასი ევრო აქვთ გადაკეცილი ისე, ვითომც არაფერი - რა თქმა უნდა, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა.

ვართ ხალხი, რომელსაც არც სააკაშვილის ფადი შაჰობა მოგვწონდა და არც ირაკლი ღარიბაშვილის დაუფარავი მექრთამეობა მოგვწონს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.

ამასთან, როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ გაფორმებული ორი ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო