„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, რომ ქუთაისის N2 დაწესებულებიდან მათთან 20-მდე პატიმარი გადაიყვანეს

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ბოლო 2 დღეში, ქუთაისის N2 დაწესებულებიდან მათთან 20-მდე პატიმარი გადაიყვანეს.

როგორც მან„ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ქუთაისიდან პატიმრების „გადმოყვანა არ მომხდარა“.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის N2 დაწესებულებიდან ბოლო ორი დღის განმავლობაში 20 პატიმარი კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ გადაიყვანეს.

მედიასაშუალებები ადვოკატ ლედი ტუკვაძეზე დაყრდნობით წერენ, რომ პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს. ამასთან, აღნიშნა, რომ პატიმრები უხარისხო კვებას, ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და ციხეში სამედიცინო დახმარების არ არსებობას აპროტესტებდნენ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში