გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტის ღიმილიანი სახე, იმპიჩმენტთან დაკავშირებით, იცვლება და ნელ-ნელა სერიოზული ხდება - ჯერ ელჩებს მოუხმო, მერე ოპოზიციას დაუძახა

პრეზიდენტის ღიმილიანი სახე, იმპიჩმენტთან დაკავშირებით, იცვლება და ნელ-ნელა სერიოზული ხდება - ჯერ ელჩებს მოუხმო, მერე ოპოზიციას დაუძახა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელიც საზოგადოებას ეუბნება ჩვენ აგვირჩიეთო, ერთმანეთს არ ენდობიან, რომ მოილაპარაკონ, მისცემენ ხმას პრეზიდენტის იმპიჩმენტს თუ არა.

"პრეზიდენტის ღიმილიანი სახე, იმპიჩმენტთან დაკავშირებით რომ გაიგო, იცვლება. ახლა ნელ-ნელა სერიოზული ხდება. ხომ დავინახეთ, ელჩებს მოუხმო. ვერ უშველის ელჩები. ვერ იტყვიან იმას, რომ ქვეყანაში პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და არაუშავს. მერე ოპოზიციას დაუძახა და უთხრა - "ხომ არ გადამაყენებთ". ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, იყო. ამას, ბუნებრივია, დიდი უარყოფა არ სჭირდება, მაგრამ აქ კიდევ ერთი მთავარი ის არის, ოპოზიცია ამბობს, რომ ერთმანეთს არ ენდობიან, დარბაზში ვინ შევა და გამოვა და ხალხს ეუბნებიან, ქვეყანა გვანდეთო. ოპოზიცია, რომელიც საზოგადოებას ეუბნება ჩვენ აგვირჩიეთო, ერთმანეთს არ ენდობიან, რომ მოილაპარაკონ, მისცემენ ხმას იმპიჩმენტს თუ არა. ამიტომაც უთხრა მათმა ბელადმა ერთი დღის წინ, რომ ეს ოპოზიცია არის სუსტი და მათ შორის, ამერიკელებიც და ევროპელებიც უკვე ხელჩაქნეულები არიან ოპოზიციაზე," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო