ალეკო ელისაშვილი - ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსება რომც შესთავაზონ, ამაზე უარს იტყვიან - ეს განწყობა რომ იციან, არც არავინ გვთავაზობს

ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსება რომც შესთავაზონ, ამაზე ერთმნიშვნელოვნად უარს იტყვიან - ეს განწყობა რომ იციან, არც არავინ გვთავაზობს, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ამერიკული ბაზა თავისთავად უსაფრთხოების სერიოზული გარანტია იქნებოდა.

„დადასტურდა, რომ ამერიკულ ბაზის საქართველოში განთავსების თემა სერიოზული არ იყო და კიდევ ამაზე რომ ვლაპარაკობთ, არც ეს არის სერიოზული. აშშ-ს საელჩომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ არასდროს ამაზე საუბარი არ ყოფილა. მეც გამოვრიცხავ, რომ ამ ეტაპზე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამაზე საუბარი ყოფილიყო“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს