ნათია თურნავა „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, მელ კარვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, ფინანსურ სტაბილურობასა და მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო „საქართველოს ბანკში“ არსებულ მიმდინარე საკითხებს და ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკას.

„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის ქმედებები მომხმარებლის კეთილდღეობაზე აისახოს. „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ვრცლად ვისაუბრეთ საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და ბანკის სამომავლო გეგმებზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა