პაატა მანჯგალაძე - კალაძე საუბრობს, რომ თურმე ნატო-ს არ ჰქონია ერთი ადგილი, არ ჯობს ფეხბურთს მიხედოს?! - როცა ოროსანი ბავშვივით 12-დან 9 დავალება არ გაქვს შესრულებული, ხელს კიდევ ევროპისკენ როგორ იშვერ?!

კალაძე საუბრობს, რომ თურმე ნატო-ს არ ჰქონია ერთი ადგილი, არ ჯობს კალაძემ ფეხბურთს მიხედოს?! რა იცის კალაძემ საერთაშორისო ურთიერთობები, ერთი წიგნი აქვს წაკითხული? - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლებას ანტიდასავლური გზავნილები აქვს.

„ევროპის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ღარიბაშვილს უთხრა ნახევრად იგავი სტუდენტთან დაკავშირებით, როცა ოროსანი ბავშვივით 12-დან 9 დავალება არ გაქვს შესრულებული, კიდევ ევროპისკენ როგორ იშვერ ხელს?! გუშინ ხომ მოვისმინეთ დამატებით მათი განცხადებები, კალაძის განცხადება ხომ ვნახეთ - კალაძე, რომელიც პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული იყო შვიდ სულ ქურდთან ხელის ჩამორთმევით, საუბრობს, რომ თურმე ნატო-ს არ ჰქონია ერთი ადგილი, არ ჯობს ფეხბურთს მიხედოს?! რა იცის კალაძემ საერთაშორისო ურთიერთობები?! ერთი წიგნი აქვს საერთოდ წაკითხული? მართლა გგონიათ, რომ ისტორიის სპეციალისტია?! სამტრედიაში ფეხბურთი არ არის და როცა ფეხბურთი არ არის, კარგია, რომ ბურთის ძეგლი დადგა. მიხედოს იმ საქმეს კალაძემ, რაც იცის”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წლებია უკვე საქართველოს ესმის, რომ კარი ღიაა. „ერთადერთი რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს - ეს არის ნატო-ს წევრობა. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, მზად ვართ ბატონო! არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა, არ გვინდა ეს ღია კარი. თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატო-ს წევრი!“ - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო