ადვოკატ ლედი ტუკვაძის განცხადებით, ქუთაისის N2 დაწესებულებიდან დაახლოებით 20-მდე პატიმარი კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ გადაიყვანეს

ადვოკატ ლედი ტუკვაძის განცხადებით, ქუთაისის N2 დაწესებულებიდან დაახლოებით 20-მდე პატიმარი კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ გადაიყვანეს. ამის შესახებ ლედი ტუკვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა,

„ისინი, სავარაუდოდ ის პატიმრები არიან, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. მათ პროტესტიც ჯანმრთელობის მდგომარეობას, არასათანადო კვებას და არასათანადო სამედიცინო დახმარებას უკავშირდება. სხვისი ინფორმაციით ვიცი, რომ თვითდაზიანების ფაქტებიც იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, გაირკვეს ვისი ბრალეულობით დაიწყო ამდენმა პატიმარმა პროტესტი. უნდა დადგინდეს, საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, თუ ციხის ახლანდელი დირექტორის, გოჩა კანდელაკის არასწორ მენეჯმენტთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გაირკვეს და საზოგადოება ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყოს. ვიცი, რომ ხუთ საკანში დაიწყო ეს პროტესტი“,-განაცხადა ადვოკატმა.

ლედი ტუკვაძის თქმით, თუ ციხეში პირობები არ გამოსწორდება, ალბათ, პატიმრების მხრიდან შესაბამის პროტესტი იქნება.

„ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან ფსიქიკურად დაავადებული პატიმრები. 7-6 თვე ელოდებიან, რომ პატიმრებს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეთ“,-განაცხადა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ. ის მოითხოვს, რომ საკითხით ომბუდსმენი დაინტერესდეს. „სახალხო დამცველი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ თემით. ველოდები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შეფასებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ, გამოძიება დაიწყება“,-განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო