გიორგი ვაშაძე - სააკაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოითხოვოს „ქართულმა ოცნებამ“, აბსურდში არიან! - სააკაშვილის ფრენები და მუშაობა რომ არა, დღეს ვიქნებოდით საბჭოთა წუმპეში, სადაც ახლა „ოცნებას“ სურს დაგვაბრუნოს

სააკაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოითხოვოს „ქართულმა ოცნებამ", აბსურდში არიან! - სააკაშვილის ფრენები და მუშაობა რომ არა, დღეს ჩვენ ვიქნებოდით საბჭოთა წუმპეში, სადაც ახლა "ოცნებას" სურს დაგვაბრუნოს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა გაიაშვილს სურს, რომ ის რაც ღარიბაშვილზე მედიას უთხრა, სააკაშვილზე საუბრით გადაფაროს.

„ვფიქრობ, სწორი კომენტარია, რომ სააკაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოითხოვოს ქართულმა „ოცნებამ", ისეთ აბსურდში არიან! სააკაშვილის ფრენები და აქტიური მუშაობა რომ არა, დღეს ჩვენ ვიქნებოდით საბჭოთა წუმპეში, რომელშიც უნდა ახლა "ქართულ ოცნებას," რომ დაგვაბრუნოს. რაც მეტს დაითვლიან და მეტს ილაპარაკებენ სააკაშვილის აქტიურ მუშაობაზე, მით კარგად გაიხსენებს და დაინახავს ხალხი, რა სხვაობაა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის.

„აირზენა" კოლუმბიაში გაფრინდა?! აქაც რამხელა ტყუილია - "აირზენას" კონტინენტი არ გადაულახავს არასდროს! ეს აბსურდები გაიაშვილმა თავისთვის დაიტოვოს. ის აღიარებითი ჩვენება, რაც მისცა „ტვ პირველს", მისცა პირდაპირ ეთერში, ახლა უნდა რომ გამოასწოროს და გაასუფთაოს. შესაბამისად, ღარიბაშვილისგან მიიღო დავალება, რაც გინდა მოუგონე, რომ გადაფარო ჩემი დანაშაულებრივი ქმედება. რამე საინტერესო რომ იყოს, დიდი ხნის წინ დაინტერესდებოდნენ.

ტყუილია, რომ სააკაშვილის პირადი ფრენები ფინანსდებოდა, ეს მონაჩმახი მოიგონა „ოცნებამ", რომ თავის კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი გაამართლოს. მთელმა საზოგადოებამ იცოდა სააკაშვილი სად დაფრინავდა და სადაც ჩადიოდა, შეგიძლიათ ამოიღოთ რა მიზნით ჩადიოდა, პირველი ინვესტიციები ქვეყანაში სწორედ მისმა აქტიურმა ქმედებებმა შემოიტანა. ქვეყანა, რომელიც ყველამ იცოდა და ეძახდნენ, რომ იყო პოსტსაბჭოთა „ფეილ სთეითი", აქცია ქვეყნად, რომელიც გახდა მაგალითი არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, მოლდოვას რომ თავი დავანებოთ, დელეგაცია დელეგაციაზე ჩამოდიოდა ჩვენთან ლათინური ამერიკიდან, რუანდა აგზავნიდა ყოველ ორ თვეში დელეგაციას, რომ შეესწავლათ ჩვენი რეფორმები, დღეს აფრიკაში რუანდა ნომერ პირველი რეფორმატორია, კიდევ შორს რომ წავიდეთ ალბანეთი, ედი რამა მოგიყვებათ ქართული რეფორმების ბაზაზე როგორ გააკეთა რეფორმები ალბანეთში, უფრო მეტიც, რუსეთშიც კი იძულებული გახდნენ იუსტიციის სახლის მოდელი გადაიტანეს. ეს აღიარა მედვედევმა. მიხეილ სააკაშვილის მთელ მსოფლიოში სიარულის მთავარი შედეგი იყო, რომ ამ ყველაფერს მოჰყვა ინვესტიციები და რომ არა „ქართული ოცნება“, დღეს საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა სამჯერ მეტი,"- განაცხადა ვაშაძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024