ირაკლი ქადაგიშვილი - განსაიდუმლოებული ხელშეკრულებები ოპოზიციის სრულ ფარისევლობას აჩვენებს - ოპოზიციონერები, ყოფილ პრეზიდენტთან ერთად თავად იყვნენ ბიუჯეტის ხარჯზე კერძო მიზნებისათვის უამრავი გადაფრენის მომხმარებლები

თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაიდუმლოებული ხელშეკრულებები ოპოზიციის სრულ ფარისევლობას აჩვენებს - ეს ოპოზიციონერები, ყოფილ პრეზიდენტთან ერთად თავად იყვნენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კერძო მიზნებისათვის უამრავი გადაფრენის მომხმარებლები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა საკითხს, რომელიც კანონდარღვევით იყო ჩადენილი, ადრე თუ გვიან ფარდა ეხდება - იქნება ეს 11 წლის, თუ 5 წლის შემდეგ.

„როგორც ყოველთვის, ოპოზიცია თავის პოზიციებში არათანმიმდევრულია. ვნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა შვებულების დროს, კანონის ფარგლებში, ჩარტერული რეისი გამოიყენა, ამაში ოჯახის თანხა გადაიხადა და ამაზე რა ამბავი ატეხეს. ამ დროს ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, თავად იყვნენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კერძო მიზნებისათვის უამრავი გადაფრენის მომხმარებლები. ოფიციალური ფრენების გარდა, რომელიც სახელმწიფოს დაცვის სამსახურის მიერ ხორციელდებოდა, კიდევ გასაიდუმლოებული გრიფით, თავდაცვის სამინისტროში, „აირზენასთან“ 24-მილიონიანი კონტრაქტი იყო გაფორმებული, რათა მათ პრეზიდენტისა და მისი თანმხლები პირების ფრენები განეხორციელებინათ.

როგორც ირკვევა, ამ ფრენების აბსოლუტური უმრავლესობა კერძო მიზნებისთვის იყო გამოყენებული, რომელსაც არანაირი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა არ ჰქონდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.

ამასთან, როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ გაფორმებული ორი ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა