ნანა ტოხვაძე - ნაძალადევის რაიონში როგორ მოახერხეთ, რომ ერთდროულად 5 სკოლა დაანგრიეთ და ბოლო 3-4 წელია ქვა ქვაზე არ დადებულა?

ბატონო მინისტრო, კეთილი ინებეთ და გამობრძანდით კაბინეტიდან! ნაძალადევის რაიონში როგორ მოახერხეთ, რომ ერთდროულად 5 სკოლა დაანგრიეთ და ბოლო 3-4 წელია ქვა ქვაზე არ დადებულა, - ასე ეხმაურება პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას.

როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, უკვე წლებია, რაც „ქართული ოცნება“ სასკოლო განათლების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს. მისივე თქმით, თბილისის სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია დაპაუზებულია, რაც მოსწავლეებსა და მშობლებს უდიდეს დისკომფორტს უქმნის.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების წევრებს აღნიშნული ვითარება პრობლემას არ უქმნის, რადგან მათი შვილები ძვირადღირებულ კერძო სკოლებში იღებენ განათლებას

„კორუფცია, უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება სასკოლო განათლების მიმართ „ქართულ ოცნებას“ ტრადიციად ექცა. გასაგებია, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს თქვენი შვილები ძვირადღირებულ კერძო სკოლებში დაგყავთ და მსგავსი პრობლემები პირადად არ გაწუხებთ, მაგრამ, როცა სხვისი შვილების განათლებაზე პასუხისმგებლობა გაკისრიათ და თაობები ასე გაწირეთ, როგორ გყოფნით თავხედობა, რომ მშობლებს მიმართოთ, გაგებით მოეკიდონ თქვენს უპასუხისმგებლობას.

ბატონო მინისტრო, ვერ მოვეკიდებით გაგებით წლობით დაკეტილ და ნაგავსაყრელად ქცეულ სკოლის ტერიტორიებს! თქვენ საერთოდ ვერ ხედავთ ვერც მოსწავლეების, ვერც ოჯახების და ვერც მშობლების საჭიროებებს, თუმცა ძალიან კარგად ხედავთ საკუთარი პოლიტიკური გუნდის და გარემოცვის ბიზნეს ინტერესებს,მოგებულ მრავალმილიონიან ტენდერებსა და ჯიბის გასქელებას მომავალი თაობის გაუნათლებლობისთვის გაწირვის ხარჯზე.

ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი სკოლა გვაქვს, საიდანაც ბავშვები სხვადასხვა სკოლაშია გადანაწილებული! თბილისის საჯარო სკოლების გაჭიანურებული და ხშირად 4-5 წლით გადადებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 21 000-ზე მეტ მოსწავლეს დაარბენინებენ ტრანსპორტით სამ და 4 ცვლაში 30 წუთიან გაკვეთილებზე დასასწრებად. რა დააშავეს ამ ბავშვებმა? ან იმ მშობლებმა, რომლებსაც რამდენიმე შვილი ჰყავთ სასკოლო ასაკის და ყველა სხვადასხვა ცვლაში უნდა ატარონ. ხომ ყველაფერს აქვს საზღვარი?!

ბატონო მინისტრო, კეთილი ინებეთ და გამობრძანდით კაბინეტიდან! ჩაისეირნეთ უზნაძის ქუჩაზე და გაერკვიეთ ჩუღურეთის #23-ე 1300-ზე მეტ ბავშვიანი სკოლა გასულ წელს რომ დააცლევინეთ, რა ვადებში უნდა მოწესრიგდეს, დღემდე რატომ არ არის დაწყებული არანაირი სამუშაოები? ნაძალადევის რაიონში როგორ მოახერხეთ, რომ ერთდროულად 5 სკოლა დაანგრიეთ და ბოლო 3-4 წელია ქვა ქვაზე არ დადებულა. თუ თავად არ იცით, მე მოგაწვდით დედაქალაქის ათეულობით გამოკეტილი და დანგრეული სკოლის მისამართს, რომ ადგილზე მიბრძანდეთ, გაერკვეთ ვითარებაში და პასუხი აღირსოთ წლობით მომლოდინე ბავშვებს და მშობლებს“, - აცხადებს ნანა ტოხვაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო