ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტთან შეხვედრაზე შეიძლება შანტაჟის ელემენტებსაც ჰქონდა ადგილი ოპოზიციის მხრიდან - იმპიჩმენტის ხმებთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან ვაჭრობას არ ვაპირებთ

პრეზიდენტთან შეხვედრაზე შეიძლება შანტაჟის ელემენტებსაც ჰქონდა ადგილი (ოპოზიციის მხრიდან) - ოპოზიციასთან არანაირ ვაჭრობას იმპიჩმენტის ხმებთან დაკავშირებით არ ვაპირებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტია.

„ფაქტია, რომ პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები ჰყვებიან, რომ იქ საუბარი იყო ამ საკითხებზე (იმპიჩმენტზე) და იმაზე, რომ თუ შეიწყალებს ყოფილ პრეზიდენტს და ა.შ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სიმშვიდე ნაკლებად იყო, იყო პოზიციების აქტიური შეჯერება და შეიძლება შანტაჟის ელემენტებსაც ჰქონდა ადგილი (ოპოზიციის მხრიდან), ღია სივრცეში, მედიაშიც ვნახეთ ასეთი განცხადებები. რაც შეეხება იმპიჩმენტს, ჩვენი მთავარი მიზანია კონსტიტუცია იყო დაცული და პრეზიდენტი მოქმედებდეს კონსტიტუციის ფარგლებში, ამაზე ნათელის მოფენის ერთადერთი სამართლებრივი გზა არის საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი, რომელიც მხოლოდ იმპიჩმენტის პროცესის აღძვრით იყო შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ პროცესს მივყვებით. არ ვაპირებთ ოპოზიციასთან არანაირ ვაჭრობას ამ იმპიჩმენტის ხმებთან დაკავშირებით, ჩვენთვის მთავარია საზოგადოებამ იცოდეს, რა არის კონსტიტუცია და რომ კონსტიტუციის დარღვევა მიუღებელია”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო