ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს დაუჭერს, თუმცა მთავარი აქცენტი ფრენასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე უნდა გაკეთდეს

ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება" ცდილობდეს ობიექტური გამოძიება აწარმოოს, გამოაქვეყნოს ყველა ფინანსური დოკუმენტი, ისინი ცდილობენ ისევ წინა ხელისუფლებაზე გააკეთონ აქცენტი, მაგრამ აქაც არაფერი გამოუვათ, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლება ანგარიშვალდებული იყო ხალხის წინაშე, „შავი ფულით“ და „პენსიონერი მამის“ ფულით არ აფინანსებდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა გააცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის ჩარტერის კერძო ვიზიტად გამოყენებასთან დაკავშირებით, საზოგადოების აღშფოთება უკიდურესად მწვავეა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას „ნაციონალური მოძრაობა" მხარს დაუჭერს, თუმცა მთავარი აქცენტი პრემიერის ფრენასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე უნდა გაკეთდეს.

„პრემიერ-მინისტრის მიერ საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით, ჩარტერული რესის დაფინანსება იმდენად მასშტაბური კორუფციული დანაშაულია, რომ ამ თემის "გაპრავება", თითქოს, პენსიონერმა მამამ დააფინანსა ეს მგზავრობა, არის საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდება. "ქართული ოცნების" ყოველდღიური სხვადასხვა განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სერიოზულ დანაშაულთან გვაქვს საქმე და ამ დანაშაულს სჭირდება ობიექტური გამოძიება. ამიტომ ვითხოვთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომ გენერალურმა პროკურორმა დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება," - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა