კახა კალაძის განცხადებით, იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილი პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტიდან ხარჯავდა თანხებს, რის გამოც ამ საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, იკვეთება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტიდან ხარჯავდა თანხებს, რის გამოც ამ საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის ხარჯვას, კატეგორიულად მიუღებელია და არანაირად გამართლებული არ არის, მითუმეტეს საუბარია ადამიანზე, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო. როგორც იკვეთება, ბიუჯეტიდან ხარჯავდა თანხებს პირადი მიზნებისთვის, პირადი გადაადგილებისთვის. გუშინაც ვთქვი, ალბათ, გამოძიება აღნიშნული ფაქტით უნდა დაინტერესდეს და ყველა დეტალი მოიკვლიოს, თუ რეალურად რა ხდებოდა“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა