გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე - რა ჯანდაბა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს პაბლო ესკობარის საფლავზე? ვინმემ ამიხსნას

რა ჯანდაბა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს პაბლო ესკობარის საფლავზე? ვინმემ ამიხსნას. იქნებ დაუსვათ მისი ფანკლუბის წევრებს კითხვა, რა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს 20 ათას კილომეტრში პაბლო ესკობარის საფლავზე? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ჩადენილ დანაშაულზე დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ.

„ამდენი წელი გავიდა და კიდევ არსებობს მოვლენა და ამბავი, რომელიც ჩვენ არ ვიცით ამ ავაზაკი ადამიანის პრეზიდენტობის დროსა და ხანასთან დაკავშირებული, ჩემთვისაც აღმოჩენა იყო. მინდა ერთი კითხვა დავსვა, რა ჯანდაბა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს პაბლო ესკობარის საფლავზე? ვინმემ ამიხსნას. იქნებ დაუსვათ მისი ფანკლუბის წევრებს კითხვა, რა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს 20 ათას კილომეტრში პაბლო ესკობარის საფლავზე? იქნებ გვირგვინი ჩაიტანა, მაინც იკითხეთ. კოლმეურნეობის მოედანზე შეიძინა გვირგვინი, ამოიჩარა იღლიაში და წავიდა ესკობართან, ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია. ამ წარმოუდგენელ მასკარადში, მის ვოიაჟებში, გაუგებარ ვიზიტებში, რომელიც თურმე ქვეყნის აღმშენებლობას ემსახურებოდა და ეხებოდა იხარჯებოდა საქართველოს გადამხდელების მილიონობით ლარი. ამაში ნიავდებოდა ეს ყველაფერი. ბუნებრივია, გრიფი „საიდუმლო“ უნდა მოეხსნას და საქართველოს მოქალაქეებმა გაიგონ ვინ, სად დადიოდა და ხარჯავდა საბიუჯეტო სახსრებს. დანაშაული ჩადენილია, უნდა გამოვლინდნენ დამნაშავეები და პასუხისგებაში მიეცნენ. როცა საუბრობთ ღარიბაშვილების ოჯახის მიერ გაწეულ კერძო ხარჯზე, აქ, რა თქმა უნდა, ოპონენტი ლოგიკურად აუცილებლად დასვამს ამ კითხვას, აგერ ადამიანი, რომელიც მართალია სხვა დანაშაულზე სასჯელს იხდის და ბრალი აქვს წარდგენილი 8 მილიონის მასაჟისტების, მანიაკ მკერდმოშიშვლებული მხატვრებისა და მკბენარი მასაჟისტების აქ ჩამოთრევაში. არ მახსოვს ვინმეს კითხვა დაესვას, რა უნდოდა ავღანეთში რომ ჩავიდა, შემდეგ დუბაიში, ან უგულავას მასთან ერთად სპა კურორტზე იტალიასა და შვეიცარიაში? რატომ? მისი წონის კლება საქართველოს პრობლემა იყო? რატომ არასდროს დაგისვამთ ეს კითხვა?“- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო