კახა კალაძე - ოპოზიციის მიერ გაკეთებული ყველა განცხადება შეიცავს ტყუილს, დაფუძნებულია ადამიანების „გაშავების“ მცდელობაზე, ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების შეურაცხყოფაზე

ყველაფერი ანტიდასავლური, ანტიევროპული, თუ ვინმეს გაუკეთებია განცხადების, კონკრეტული საქმეების სახით, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„ესენი არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომელიც დღეს რადიკალებად მოგვევლინებიან. წარმოიდგინეთ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ყველაფერს აკეთებდნენ ამ ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. დღეს ოპოზიციაში რა რესურსიც აქვთ, ყველაფერს იყენებენ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, იყოს დესტაბილიზაცია. ეს არის რადიკალური ოპოზიცია და მინდა გითხრათ, რომ რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. მთელი ამ წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და ასე იქნება მომავალშიც“,-განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მისი შეფასებით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან დიდი დაპირისპირებაა.

„არ ვიცი, ვინ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს და ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დაპირისპირებაა აღნიშნულ პარტიაში, ეს გამოაშკარავდა, ყველა კარგად ხედავს ამ დაპირისპირებას. ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ იმპიჩმენტის ხმის მიცემა და არ მიცემაზე, დარბაზში შესვლასა და არ შესვლაზე, ეს მეტყველებს, რომ ისინი ერთმანეთს არ ენდობიან“,-განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მან აშშ-ის საელჩოს განცხადება შეაფასა, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში.

„ოპოზიცია ძირითადად სიცრუით არის დაკავებული. მათ მიერ გაკეთებული ყველა განცხადება შეიცავს ტყუილს, დაფუძნებულია ადამიანების „გაშავების“ მცდელობაზე, ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების შეურაცხყოფაზე. გუშინ ჩვენ არაერთი განცხადების გაკეთება მოგვიწია, რომ ეს ტყუილი იყო. აშშ-ს საელჩომ დაადასტურა ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ეს ტყუილი იყო“,-განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო