რა უპირატესობები აქვს კრიპტოვალუტის გამოყენებას ავტოინდუსტრიაში?

თუ ავტომობილის საზღვარგარეთ ყიდვას აპირებთ, იცოდეთ, რომ კრიპტოვალუტა ანგარიშსწორების საუკეთესო გზაა. ზოგადად კრიპტოვალუტის გამოყენება გლობალურად ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. კრიპტო ტრანზაქციებიც უფრო მოქნილი, მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის დახვეწაც უწყობს ხელს.

წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ინდუსტრია ამატებს კრიპტოვალუტებს, როგორც ანგარიშსწორების ალტერნატივას.

"კრიპტოინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ტოკენების ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობაა. საბანკო ანგარიშისგან განსხვავებით, კრიპტო-საფულე არ საჭიროებს შუამავალთან რეგისტრაციას და მისი შექმნა მაუსის რამდენიმე დაკლიკებით შეიძლება. რეგულირებადი საქმიანობებისაგან განსხვავებით, კრიპტო-საფულის ფლობა და გამოყენება არ საჭიროებს ნებართვას ან რეგისტრაციას. თუ ბიზნესი კრიპტო-აქტივს ანგარიშსწორებისთვის იყენებს და მისი საქმიანობა არ ექცევა კრიპტოს გადაცვლის, პირველადი შეთავაზების, გასესხების, ან სხვა მსგავს კატეგორიაში, რეგისტრაცია საჭირო არ არის. ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება კომპანიის საბუღალტრო წესების გადახედვა და კრიპტო აქტივების აღრიცხვის დაგეგმვა. მიღებული კრიპტო შეგიძლიათ გამოიყენოთ გადახდებისთვის, თუ პარტნიორი ორგანიზაციები იღებენ გადარიცხვებს კრიპტოში, ან გამოიყენოთ კრიპტო ბირჟები ეროვნულ ვალუტაში გადასაცვლელად", — აღნიშნავს კრიპტო სამართლის ექსპერტი და Cryptoethica-ს დამფუძნებელი, ვახტანგ ჩხენკელი.

ავტოინდუსტრია ერთ-ერთია იმ სფეროებიდან, რომელშიც კრიპტოვალუტით ტრანზაქციებზე მოთხოვნა სწრაფად და სტაბილურად იზრდება. მიზეზი ის უპირატესობებია, რომლებსაც ავტომობილების კრიპტოვალუტით შეძენა სთავაზობს მომხმარებლებს. უპირატესობები კი ასე გამოიყურება:

  • ამ ვალუტის “საზღვარგარეთ წაღება” მარტივია. უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში მანქანის ყიდვისას, უმეტესად ნაღდი ანგარიშსწორებას ირჩევენ. ასეთ დროს წარმოიქმნება ბევრი ბიუროკრატიული პროცესი და დიდი საკომისიოები. ალტერნატიულად, კრიპტოს შემთხვევაში რეალურად თქვენ არსად არაფერი მიგაქვთ. თანხა ციფრულ საფულეში გაქვთ;
  • შუამავლების არ არსებობის გამო, ტრანზაქციები მარტივად და სწრაფად აისახება ადრესატის საფულეში. როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო საათებში ის ასახვას დაახლოებით 1 საათს ანდომებს, როცა, ტრადიციული გადარიცხვის ასახვას 1-დან 3 სამუშაო დღემდე სჭირდება;
  • ტრანზაქციები შუამავლების გარეშე ხორციელდება და შესაბამისად, საკომისიოც გაცილებით მცირეა, ვიდრე ეს ტრადიციული ვალუტით საბანკო ანგარიშსწორებისას იქნებოდა. მაგალითად, ავტომობილის ამერიკიდან ჩამოყვანისას გადარიცხვის საკომისიოები $35-მდე აღწევს, ხოლო კრიპტოთი გადარიცხვისას $1-ს არ აღემატება

გადახდის ეს მოქნილი და ხელსაყრელი შესაძლებლობა მანქანებით ვაჭრობაში, იმპორტ-ექსპორტში ჩართული კომპანიებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. კრიპტო გადახდების ალტერნატივად დამატება კომპანიებს გზას უხსნის ახალ სეგმენტზე და პოტენციურ მომხმარებელზე. თავისთავად, ისინი შეძლებენ დაზოგონ უამრავი დრო და საკომისიო. ამის შესახებ ბაზრის მოწინავე კომპანიებმა იციან და იყენებენ კიდეც. თუმცა მიმდინარე წლის სექტემბრიდან ისინი ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ.

საქართველოში სექტემბრიდან კრიპტოს მიღება კანონით რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რიგით კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი ლიცენზია, აღარ შეეძლებათ კრიპტოვალუტაში გადახდების ლეგალურად მიღება/გაცემა. მეორე მხრივ, ლიცენზირება მათთვის ზედმეტი „ბუღალტერიაა“, რომელსაც კომპანიები სიამოვნებით აარიდებენ თავს. ამ დროს მათთვის არსებობს მარტივი და უსაფრთხო ალტერნატივა, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის. ეს გახლავთ პირველი ქართული კრიპტობირჟა „კრიპტალი“, რომელიც ფლობს ყველა საჭირო ლიცენზიას და საშუალებას იძლევა, კლიენტებმა მარტივად მიიღონ და გასცენ კრიპტო.

ეს კი ბიზნესოპერატორებს მოუტანს მეტ პოტენციურ მომხმარებელს და შესაბამისად, მეტ შემოსავალს. მეორე მხრივ, პოზიტიურად აისახება მათ იმიჯზე. ისინი კარგი მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიის განხორციელებას შეძლებენ, რადგან ქართულ ბაზარზე ეს ჯერ კიდევ ინოვაციაა. მეტიც, ეს ამბავი შეიძლება earned media-ც კი გახდეს და კომპანიის შესახებ ფართო საზოგადოება და მედია ალაპარაკდეს.

აღსანიშნავია, რომ „კრიპტალზე“ მხარდაჭერილია ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტები, რომლებსაც მსოფლიოს კრიპტო მომხმარებელთა დიდი უმეტესობა იყენებს. მათ შორის არის: ბიტკოინი, ეთერიუმი, დოჯქოინი, USDT და ა.შ.

სულ რამდენიმე კლიკით შესაძლებელია ნებისმიერი პოპულარული კრიპტოაქტივის საფულის შექმნა და ფლობა. საფულეს კი არ სჭირდება განსაკუთრებული მეთვალყურეობა და რესურსული დანახარჯი. ის გადახდისა და ანგარიშსწორების უსაფრთხო, დაცული და კომფორტული ალტერნატივაა, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7-ზე.

შეგახსენებთ, რომ პლატფორმის გამოყენებით ავტოიმპორტიორი კომპანია თუ საცალო მომხმარებელი ირიდებს ბიუროკრატიულ საკითხებს. კრიპტალზე მარტივად დაახარისხებთ შემოსავლებს, გასავალს და ზოგადად, კრიპტოვალუტების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერ ტექნიკურ და ლეგალურ საკითხს.

„კრიპტალის“ დახმარებით უკვე შესაძლებელია რომ ა.შ.შ-დან თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოყვანილი ავტომობილი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილში გაყიდოთ სწრაფად, მარტივად და შეფერხებების გარეშე. პარალელურად კი, შეგიძლიათ მიიღოთ უსაფრთხოება, სიმარტივე, დაბალი საკომისიოები და შესაბამისად, მეტი სარგებელი.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო