კახა კალაძე - ბავშვები, რომლებიც ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში იღებდნენ მომსახურებას, დაფინანსებას ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ

ბავშვები, რომლებიც ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში იღებდნენ მომსახურებას, სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და დაფინანსებას ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მედიასთან განაცხადა.

„გუშინ მივიღეთ წერილი, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე ცენტრი ვერ გააგრძელებს მუშაობას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დგას ბავშვების უსაფრთხოება. ისინი, ვინც აღნიშნულ ცენტრში იღებდნენ მომსახურებას, სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან, ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ დაფინანსებას და არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში