კახა კალაძე - ოპოზიციამ და ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა მიზანმიმართულად მოიგონეს ახალი მესიჯი, რომ ევროპას ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება - არა - არის მცდელობა, მოსახლეობა და ხელისუფლება დააშორონ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან „ახალი მესიჯი“ არსებობს, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსს ქართველი მოსახლეობა იმსახურებს და ხელისუფლება -არა.

როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში მოსახლეობისა და ხელისუფლების დაშორებისა და გაყოფის მცდელობა არსებობს.

„დააკვირდით ოპოზიციისა და ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. მიზანმიმართულად, ახალი მესიჯი მოიგონეს, რომ თითქოს, ევროპას, ევროპულ მომავალს და თუნდაც სტატუსს, ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება - არა. არის მცდელობა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არსებული ხელისუფლება დააშორონ, გაყონ ერთმანეთისგან. თუმცა, დღეს საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს. ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, გუშინ თუ არ ვცდები სააკაშვილის განცხადება იყო, იმ სხვა პოლიტიკოსებთან მიმართებით, რომ მათ უცხოელების მხარდაჭერა, ევროპელების მხარდაჭერა არ ექნებათ და არანაირი რესურსი არ გააჩნიათო. ქვეყანაში, როდესაც პოლიტიკოსის სტატუსი გაქვს, პოლიტიკური პარტია გაქვს, რა თქმა უნდა, ადამიანმა და პოლიტიკოსმა უნდა იზრუნოს, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვო, მათი მხრიდან თანადგომა გქონდეს და წარმატებას მიაღწიო. ესეც მიუთითებს, ამ რადიკალებზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ, რომ არაფრად არ აგდებენ მათ. ეს არის რეალობა“,- განაცხადა კახა კალაძემ. კითხვაზე, თუ რა იგულისხმა როდესაც თქვა, რომ „ნატოს თუ რაიმეს თავი და ერთი ადგილი აქვს, საქართველო მისი წევრი უნდა გახდეს“, კალაძე პასუხობს: „თქვენ რა იგულისხმეთ? უნდა მიგვიღონ აბა რა უნდა ქნან“.

„უნდა მიგვიღონ აბა რა უნდა ქნან. საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია. გუშინაც მოგვიწია განცხადებების გაკეთება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ნატოს გაერთიანებაა მნიშვნელოვანი. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, კონსტიტუციაშიც კი ჩაწერა საქართველოს ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, რომ ეს მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძის განმარტებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„დამოკიდებულია თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. აღნიშნული სტატუსის მიღება-არ მიღება პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხია. იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რაც არ მოცემასთან დაკავშირებით იყო მიღებული, ჩვენ ბევრჯერ მოგვიწია განმარტების გაკეთება, რომ ეს იყო უსამართლო და არასწორი გადაწყვეტილება. თუ რომელიმე ქვეყანა მართლა იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, ყველანაირი რეფორმებით, წინ გადადგმული ნაბიჯებით, მიღწევებით და ა.შ. ყველამ კარგად ვიცით, რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მე მაინც ოპტიმისტი ვარ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა სტატუსს მიიღებს. გულწრფელად ეს დამოკიდებულება მაქვს, რომ მართლაც ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, ბევრი რეფორმა გავატარეთ და ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ღირსეულად იმსახურებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო