1-ელ ოქტომბერს, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებს დააკვირდება

2023 წლის 1-ელ ოქტომბერს, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებს დააკვირდება.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ცნობით, ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს აირჩევენ.

„შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 133 საარჩევნო უბნიდან, 103 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის პროცესი ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით წარიმართება. ხოლო, დანარჩენ 30 საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით ჩატარდება, საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება და განთავსდება შესაბამის პლატფორმაზე. "მრავალეროვანი საქართველო" აღნიშნული 133 უბნის უმეტეს ნაწილს მობილური ჯგუფების მეშვეობით დააკვირდება. ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგებს საზოგადოებას წარუდგენს როგორც საარჩევნო პროცესის მსვლელობისას, ისე არჩევნების დასასრულს შემაჯამებელი დასკვნის სახით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო