ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით გუშინ სოციალური ქსელით არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ილიაუნის მთავარი კორპუსი ინგრევა, სასწავლო პროცესი ფერხდება, ამავე კორპუსში განთავსებული ბავშვის განვითარების ინსტიტუტი იხურება, ხოლო ამ ინსტიტუტის ბენეფიციარებს ილიას უნივერსიტეტი და სახელმწიფო თერაპიული სერვისის გარეშე ტოვებს.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მონიტორინგს ყოველ ზაფხულს ახორციელებს. წელს, ამ პროცესის ფარგლებში განხორციელებულმა ექსპერტიზამ (შპს “მშენ-ექპერტი +”) გამოავლინა, რომ უნივერსიტეტის C კორპუსი ავარიულია, ხოლო მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. ანგარიშის მიღებისთანავე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელ ექსპერტებთან კონსულტაციები აწარმოვა იმის შესახებ, ხომ არ იყო შესაძლებელი აღნიშნული კორპუსის ნაწილობრივი დატვირთვა მაინც. სამწუხაროდ, უნივერსიტეტს ვერავინ მისცა იმის გარანტია, რომ შესაძლებელი იქნებოდა შენობის უსაფრთხო გამოყენება, თუნდაც შეზღუდული მასშტაბებით.

ამ ეტაპზე, არსებული უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, C კორპუსში დაგეგმილი სასწავლო და კვლევითი პროცესი უნივერსიტეტის სხვა სივრცეებში გადანაწილდა ისე, რომ სწავლის დაწყების თარიღი შეუცვლელი რჩება. ამასთან დაკავშირებით გუშინვე მედიისთვის განცხადება გააკეთა ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ამავე კორპუსშია განთავსებული ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, რომელმაც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის თანამედროვე, მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული თერაპიის მოდელის დანერგვაში. 2014 წლიდან უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული აბილიტაციის პროგრამას, რომელიც შემდგომ დაინერგა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მომზადდა და დაინერგა ენისა და მეტყველების თერაპიის კვლევითი და სასწავლო პროგრამები, ადრეული ჩარევისა და ინკლუზიური განათლების მოდულები. ამ ინსტიტუტის ბენეფიციარებს სპეციალურად აღჭურვილი სივრცეები ესაჭიროებათ, რომელთა მოწყობასა და განვითარებაშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა წლების განმავლობაში ასევე დიდი რესურსი ჩადო.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებთან, რათა უმოკლეს დროში გადავანაწილოთ ამ ინსტიტუტის ბენეფიციარები და სპეციალისტები თბილისში არსებულ სხვადასხვა ლიცენზირებულ ცენტრებში. ბავშვის განვითარების ინსტიტუტის გუნდი ინტენსიურ თანამშრომლობას გააგრძელებს და პროფესიულ მხარდაჭერას გაუწევს ამ ცენტრებს, რათა არცერთი ბენეფიციარი არ დარჩეს თერაპიული მომსახურების გარეშე. სპეციალურად შერჩეულ სივრცეებში მათ მოემსახურებიან იგივე პედაგოგები, რომლებთანაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ილიას უნივერსიტეტში.

ამ პროცესების პარალელურად ვმუშაობთ C კორპუსის რეაბილიტაციის გეგმაზე, რათა იგი ოპტიმალურ ვადაში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, დაუბრუნდეს ჩვეულ სამუშაო რეჟიმს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი