გიორგი ბოტკოველი - ჩვენ სხვა პარტიაში მოღალატეს არ ვეძებთ და ყველამ თავის პარტიას მიხედოს - „რუსული ოცნების“ თამაშის მონაწილე არც ერთი პროევროპული პოლიტიკური ძალა არ უნდა გახდეს

ჩვენ სხვა პარტიაში მოღალატეს არ ვეძებთ და ყველამ თავის პარტიას მიხედოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „რუსული ოცნების" თამაშის მონაწილე არ უნდა გახდეს არც ერთი პროევროპული პოლიტიკური ძალა.

„მიმდინარეობს იმ პროცესის განხილვა რა გაიარა ამ პერიოდის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ" და ასევე, სამომავლო გეგმები. მათ შორის, ფრაქციის სამოქმედო გეგმა - იმპიჩმენტთან დაკავშირებით და ყველა იმ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც გააჩნია პარტიას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტსაბჭოს ესწრება ყველა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომლებსაც ყოველთვის ვეკითხებით რა არის მნიშვნელოვანი პარტიისთვის და როგორ უნდა იმოქმედოს პარტიამ. არ ვიცი ვინ ვისში ეძებს მოღალატეს, მაგრამ თუ ვინმე მოღალატეს ეძებს, საკუთარ თავში ეძებოს. სხვა პარტიაში ჩვენ მოღალატეს არ ვეძებთ და ყველამ თავის პარტიას მიხედოს. დღეს „რუსული ოცნების" თამაშის მონაწილე არ უნდა გახდეს არც ერთი პროევროპული პოლიტიკური ძალა. ჩვენ ყოველდღე ხელისუფლების აღიარებით ჩვენებას ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ იღვწის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ბოტკოველმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო