ირაკლი ბერაია - აშშ-ს საელჩომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის საკითხზე დეზინფორმაციის გამავრცელებელ სუბიექტებს საკუთარი განცხადებით თავზე დაახურა და დაამხო, რისი დამხობაც შეიძლებოდა

აშშ-ს საელჩომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის საკითხზე დეზინფორმაციის გამავრცელებელ სუბიექტებს საკუთარი განცხადებით თავზე დაახურა და დაამხო, რისი დამხობაც შეიძლებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ბერაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს აშშ-გან სამხედრო ბაზის განთავსების თაობაზე შეთავაზება არ მიუღია.

„დეზინფორმაციის მორიგი სერია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოვისმინეთ. საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების გახსნასთან დაკავშირებული საკითხი დეზინფორმაცია იყო. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ბაზების გახსნის თაობაზე შეთავაზება არ მიგვიღია. ჩვენთვის აშშ-სთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ამოცანა და პრიორიტეტია ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის განმტკიცება და შემდგომი გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ეს ბევრ დოკუმენტში წერია და პრაქტიკული ნაბიჯებიც ამაზე მეტყველებს. დინამიკა რაც ამ მიმართულებით არსებობს, ამის ნათელი მაგალითია. ეს მოიცავს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას, რომლის მიზანია ჩვენი თავდაცვის ძალების ინსტიტუციური გაძლიერება, ძალთა გენერირების სისტემის დახვეწა და გაძლიერება და ეროვნული წინააღმდეგობის მექანიზმების მხარდაჭერა - შეთანხმება, რასაც ხელი მოეწერა აშშ-ს თავდაცვის მდივნის ოსტინის თბილისში ვიზიტის დროს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო