არჩილ თალაკვაძე - ერთი ხელით თქვეს ჭორი, მეორე ხელით გააკეთეს კომენტარები და შეფასებები ჭორზე - ბოდიშის მოხდა მართებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ორი დღის განმავლობაში სპეკულირებდა

ერთი ხელით თქვეს ჭორი, მეორე ხელით გააკეთეს კომენტარები და შეფასებები ჭორზე - ბოდიშის მოხდა მართებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ამით სპეკულირებდა ამ ორი დღის განმავლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოში ამერიკული ბაზების გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია პრაქტიკულად უარყო.

„ეს იყო კლასიკური მანიპულაცია „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში. ერთი ხელით თქვეს ჭორი, მეორე ხელით გააკეთეს კომენტარები და შეფასებები ჭორზე. ანუ, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად უყურებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პროდიუსერები და მათი სპიკერები ჩვენს საზოგადოებას. ე.ი გამოდის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატების მთავრობამ ვერ ნახა ფორმატი, დრო და მოლაპარაკების საშუალება საქართველოს მთავრობასთან და თურმე, ვინმე ქალბატონ ლიკას დააბარა, რომ უნდა ბაზის გახსნა და რას იტყვის ამაზე ოფიციალური თბილისი და ისევ ქალბატონმა ლიკამ მიიტანა თურმე ეს ამბავი უკან და შეუთვალა ამერიკის შეერთებულ შტატებს ბაზასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია. ეს ხომ უბრალოდ აბსურდთან ერთად არის ძალიან სამარცხვინო მანიპულაცია, რომელზეც მე ვფიქრობ, რომ ბოდიშის მოხდა მართებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ამით სპეკულირებდა ამ ორი დღის განმავლობაში. ამერიკის საელჩო პირდაპირ პრაქტიკულად უარყო და ამით დაადანაშაულა ტყუილის და მანიპულაციის გავრცელებაში ეს კონკრეტული ძალა და მათ მიერ კონტროლირებადი ჟურნალისტები თუ სპიკერები,”, - განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა