საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურ მომხსენებელ ჯერარდ ქუინთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროს მიერ სისტემის ფარგლებში შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებისკენ მიმართულ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, სამინისტროს მიერ პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში შშმ თემის წარმომადგენელთა ჩართულობა, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობა და მათი საცხოვრებელი პირობები და სხვ.

ჯერარდ ქუინი საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის მიზანია ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და ქვეყნის გამოცდილების შეფასება.

ანგარიშს ამ მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარების შესახებ სპეციალური მომხსენებელი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სხდომაზე 2024 წლის მარტში წარადგენს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო