პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და საკითხის განხილვისას დარბაზში არ შევა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და საკითხის განხილვისას დარბაზში არ შევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია პარლამენტში იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ინსინუაციები, ყოველგვარი სპეკულაციები, იმისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყოს მტკიცე, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ არ იქნება დარბაზში, მაშინ, როდესაც ივანიშვილი გაითამაშებს იმპიჩმენტად წოდებულ პროცესს, რომელიც რეალურად ისახავს მიზნად იმას, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ ჩვენი ევროპული არჩევანის რეალიზება არ მოხდეს. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა პოლიტიკური საბჭოს მიერ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ის მოუწოდებს ოპოზიციონერ კოლეგებს, სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისინიც არ შევიდნენ.

„ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას და მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, რათა არ დავუტოვოთ „ქართულ ოცნებას“ სივრცე მანიპულაციებისა და სპეკულაციებისთვის, მიიღონ ანალოგიური გადაწყვეტილება და არ დაესწრონ იმპიჩმენტის პროცედურის განხილვას. იმავდროულად, დღეიდან დასრულდეს იმპიჩმენტის ხელოვნური თემის წამოწევა და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხად წარმოჩინება, ვინაიდან ამ კამპანიის მიზანი არის ერთის მხრივ პრეზიდენტის როლის გამოკვეთა, თითქოს, ის არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც პროევროპულებისთვის იბრძვის და უნდა ჩაანაცვლოს მან სხვა ევროპული ოპოზიციური პარტიები. ეს ბუნებრივია, ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ თამაშებშია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ "ქოცურ" თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს და მოვუწოდებთ ყველა პროდასავლელ ოპოზიციურ პარტიის პოლიტიკურ ჯგუფებს არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი, ვინაიდან ამ თემების განხილვა და გაცოცხლება ნიშნავს მთავარი პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანას და პრეზიდენტის, როგორც ერთადერთი პროევროპული სახელმწიფო ინსტიტუციის წარმოჩენას. ჩვენი მიზანია ეს თემა დაიხუროს და ამაში ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად უნდა ვიმოქმედოთ.

რაც შეეხება ფრაქციიდან გასულ პარლამენტის დეპუტატებს, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციასა და ფრაქციის წევრებზე, სხვა წევრები, რომლებიც ადრე გასულები იყვნენ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკის სიით, ბუნებრივია, მათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და არც ავიღებთ. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომ გამოირიცხოს ინსინუაციები და არ დავტოვოთ სივრცე კითხვის ნიშნებისთვის, ყველა გამოვიდეთ დარბაზიდან და არ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024