პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენი სიით ვინც მოხვდა პარლამენტში, ნახევარი ფრაქციაში აღარაა და ვისზე ავიღოთ პასუხისმგებლობა?! პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს ფრაქციაში მყოფ ხალხზე

ჩვენი სიით ვინც მოხვდა პარლამენტში იქიდან ნახევარი ჩვენს ფრაქციაში აღარ არის და ვისზე ავიღოთ პასუხისმგებლობა?! ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმ ხალხზე ვინც არის ჩვენს ფრაქციაში და შესაბამისად ფრაქციამაც, პოლიტიკურმა საბჭომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაესწრონ სხდომას, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს კენჭს უყრიან, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრის დღეს, ვინც სხდომას დაესწრება ნიშნავს იმას, რომ ისინი იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერენ.

„უნდა იყოს ყველაფერი მკაფიო. ვინც მაგ მომენტისთვის დარბაზში შევა, რომელი ფრაქციაც არ უნდა იყოს, რომელი დეპუტატიც არ უნდა იყოს - იმ მომენტში ვინც შედის, ე.ი. შედის და იქ იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას იმპიჩმენტის მხარდასაჭერად. ყველაფერი იქნება ძალიან მკაფიო, გამოკრისტალებული, საზოგადოებისთვის ცხადი და ნათელი. იქიდან გამომდინარე, რომ დახურულია და ფარულია კენჭისყრა ყველა უნდა იცნობდეს თავის გმირებს. ის ადამიანები ვინც იქ ისხდებიან ხმას მისცემენ იმპიჩმენტის პროცედურას, რომელიც თავისი შინაარსით, ინიციატივის დამყენებლებით მათი პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარე, მათი პრორუსულობიდან გამომდინარე პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რადგან ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მცირეოდენ, მაგრამ მაინც რაღაც შანსებს, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს. ჩვენი სიით ვინც მოხვდა პარლამენტში იქიდან ნახევარი ჩვენს ფრაქციაში აღარ არის და ვისზე ავიღოთ პასუხისმგებლობა?! ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმ ხალხზე ვინც არის ჩვენს ფრაქციაში და შესაბამისად ფრაქციამაც, პოლიტიკურმა საბჭომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაესწრონ სხდომას, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს კენჭს უყრიან", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში