ლევან ხაბეიშვილი - სია გრძელია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ყველა მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს -  ბიძინა ხედავ? გიახლოვდებიან

აშშ-მა ივანიშვილის რჩეული პროკურორი დაასანქცირა, გაგრძლება იქნება , - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

ხაბეიშვილის თქმით, სია გრძელია და დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყველა მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს.

“2022 წლის მაისში, მას შემდეგ, როცა უკვე გამოკვეთილი იყო ივანიშვილისა და მისი კრიმინალური, რუსული პარტიის პუტინისტური მისწრაფებები, ვთქვით და დავიწყეთ მუშაობა ოლიგარქებზე, რომლებიც პუტინს ეხმარებიან ომში და რუსულ ეკონომიკაში ასხამენ მილიარდებს. ივანიშვილის გარემოცვაში გამოვკვეთეთ, თავად პუტინის ხელდასმული ბორენკა და კიდევ 5 ოლიგარქი. მალევე უკრაინამ, ზელენსკიმ ყველა ეს პირი დაასანქცირა. მას შემდეგ, წელიწადზე მეტი გავიდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ 6-დან ერთი, ბოტასების ქურდი, ივანიშვილის რჩეული პროკურორი დაასანქცირა. ცხადია, გაგრძელება იქნება და ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მახსოვს, 2022 წლის მაისში გაკვირვებით და ცოტათი ირონიულად კითხულობდნენ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები: მართლა გგონიათ, რომ დაასანქცირებენ თქვენს მიერ დასახელებულ პირებს ? დიახ, დიახ ასე იქნება და არის! სია გრძელია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ყველა მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს, ბიძინა ხედავ? გიახლოვდებიან”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი