ლევან ბეჟაშვილი - სანქცირების პოლიტიკა აზარალებს ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ ეს არის რეალური აუცილებლობა, რომ კრისტალიზირდეს, თუ ვინ მოქმედებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქტიურად მუშაობდნენ საერთაშორისო ინსტიტუციებთან

მინდა, ერთი მხრივ წუხილი გამოვთქვა, რადგან სანქცირების პოლიტიკა აზარალებს ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ ეს არის რეალური აუცილებლობა, რომ კრისტალიზირდეს, თუ ვინ მოქმედებს ამ ქვეყანაში საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა, ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას გამოეხმაურა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ჯგუფის წევრები ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რათა სანქცირების პოლიტიკა ხელშესახები გამხდარიყო.

„გვინდა გამოვეხმაუროთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, დასანქცირდეს ოთარ ფარცხალაძე, ივანიშვილის პირადი ოლიგარქი, ივანიშვილის პროკურორი, ოდიოზური ფიგურა, რომლის მიმართებაშიც ცალსახა აზრია ჩამოყალიბებული ქართულ საზოგადოებაში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში და მან თავის გამოძახილი ჰპოვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაში. ჯერ კიდევ შარშან, „ნაციონალური მოძრაობა“ აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ ივანიშვილის, ფარცხალაძის, მამაცაშვილის, ჩხარტიშვილის, რუხაძის, ხიდაშელის მიმართ მიმდინარეობდა სანქცირებასთან დაკავშირებული სამართალწარმოება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა სხვადასხვა პირების და უწყებების მხრიდან. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ჯგუფის წარმომადგენლები ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ საერთაშორისო ინსტიტუციებთან, რომ სანქცირების პოლიტიკა ხელშესახები გახდეს და მოხდეს ივანიშვილის რუსული-ოლიგარქიული რეჟიმის მხილება, რომელიც პირდაპირ მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო