აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი - არცერთი ინდივიდუალური სანქცია საქართველოსთან ურთიერთობების ჩვენს ხედვას არ შეცვლის

არცერთი ინდივიდუალური სანქცია საქართველოსთან ურთიერთობების ჩვენს ხედვას არ შეცვლის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

“150-ზე მეტი პირი და კომპანია დავასანქცირეთ დღეს და არ შემიძლია რომელიმე ამ სანქციაზე სრულ დეტალებში ვისაუბრო. იმ ინფორმაციისკენ გადაგამისამართებთ, რომელიც დღეს გამოვაქვეყნეთ, რომელიც სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა…იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის სოლიდარულები ვიყავით ქართველ ხალხთან და მათ სურვილთან იყონ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. და ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, საქართველოს, როგორც ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულიად ინტეგრირებული წევრის საერთო ხედვაზე ვმუშაობთ. და არცერთი ინდივიდუალური სანქცია არ ცვლის ურთიერთობების ჩვენს ამ ხედვას” , - განაცხადა მილერმა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება