ხათუნა ბურკაძე და ვახტანგ კაპანაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშეს შეხვდნენ

„ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის, უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებების დირექტორები, ხათუნა ბურკაძე და ვახტანგ კაპანაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს შეხვდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში შესაბამისი ინსტრუმენტების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ხათუნა ბურკაძემ, ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ყურადღება გაამახვილეს. ასევე, მათ განიხილეს ქართულ, ამერიკულ კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო