შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი სუბიექტი, ვინც გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, ეს არის ქართველი ხალხი - ოთარ ფარცხალაძეს ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილ გენერალურ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეს ათი წელია ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს და ის, როგორც კერძო პირი, ისეა დასანქცირებული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან.

„ოთარ ფარცხალაძეს უკვე ათი წელია არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე, ის, როგორც კერძო პირი არის მოხვედრილი ამ სანქციებში. ამავე დროს, ეს არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ სანქციებში მოხვდა რუსეთის კონტექსტში. შესაბამისი უწყებები ამ საკითხს, რა თქმა უნდა, შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ამაზე ინფორმაცია. ერთადერთი სუბიექტი, ვინც გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, ეს არის ქართველი ხალხი და ამას ხედავს ქართველი ხალხი. რა თქმა უნდა, არის ბევრი აქტორი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მოახდინოს გავლენა, ეს არ არის მხოლოდ რუსეთი, და ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით არის საქართველოზე გავლენის მოხდენის მცდელობა, ზეწოლა. სააკაშვილის თემაზეც ხომ ხედავთ რამხელა ჯგუფებია ჩართული, რომ გავლენა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე. ასეთი გავლენების მოხდენას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფები თუ სახელმწიფოები ცდილობდნენ, თუმცა სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სიძლიერე, რომ ერთადერთი სუბიექტი, ვინც მასზე ახდენს გავლენას, არის ქართველი ხალხი. სწორედ ამას რომ ხედავს ქართველი ხალხი, იმიტომაცაა, რომ, უკვე მესამედ, არის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, უკვე 10 წელია მას არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. 2013 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, ხელისუფლებასთან არანაირი კავშირი არ არსებობს. იცით, რომ წინა ხელისუფლების დროს დიდი ხნის განმავლობაში საჯარო სექტორში მუშაობდა, 2013 წლის შემდეგ მას ხელისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება საკითხის შინაარსს, ეს არის ახალი ინფორმაცია, საქართველოს პირველი მოქალაქეა ვინც მოხვდა ასეთ სანქციაში და ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ და შესაბამისად იმოქმედონ. შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან, მოიკვლევენ ინფორმაციას და შესაბამისად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს. მათი ცნობით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდება, რომელთა შორის ოთარ ფარცხალაძეც არის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს, რომლის წინააღმდეგაც სანქციები დააწესა, ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო