სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე" მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ სამოქალაქო ფორუმი - „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე" მიმდინარეობს.

ფორუმი ეძღვნება დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებსა და დაბა კაზრეთში მცხოვრები ხანდაზმულების პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებებით სარგებლობის პროცესში აწყდებიან.

ღონისძიებაში სხვადასხვა დარგის ექსპერტები, სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ. ფორუმის ფარგლებში ისინი ერთად იმსჯელებენ დასმული პრობლემების ირგვლივ და შეიმუშავებენ მათი გადაჭრის გზებსა და რეკომენდაციებს.

„პროგრამის განხორციელება დაიწყო 2020 წლის 1-ელი იანვრიდან. მას შემდეგ, ჩვენ გავხსენით ორი ცენტრი, გორის და დმანისის მუნიციპალიტეტებში. მათ ეწოდებათ „მხარდაჭერის სახლები” და მომსახურებას აწვდიან 60-წელს ზემოთ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ გარკვეული ტიპის მხარდაჭერა. მაგალითად: ერთ-ერთი არის საკუთარ სახლში, ბინაზე მოვლა პროფესიონალი ექთნის, მომვლელის მიერ. ამჟამად, ორივე ცენტრში ერთად 60-მდე ასეთ ხანდაზმულს ვემსახურებით. ორივე ცენტრში ჩამოყალიბებულია მობილური გუნდები, რომელიც შედგება მძღოლის, ექთნის და მომვლელის პოზიციებისგან. ეს გუნდები განსხვავდება სოფლის და ქალაქის ტიპის დასახლების მიხედვით. გუნდები ხანდაზმულებს სტუმრობენ სახლებში, მათ საჭიროებებს აფასებენ და შემდეგ ადგენენ ინდივიდუალური ზრუნვის გეგმას და სწრაფად მომსახურების მიწოდებას იწყებენ”, - განაცხადა ავსტრიაში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია, Hilfswerk International- ს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა, მანანა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) და საქართველოში ხორციელდება Hilfswerk International-ისა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ მიერ, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა“ და „საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრთან“ ერთად. დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებში, 2021 წლის ზაფხულში, ჩამოყალიბდა „მხარდაჭერის სახლი“, რომელიც უფროსი თაობის წარმომადგენლებს შინმოვლის პროფესიონალურ მომსახურებას პროექტის ფარგლებში უფასოდ უწევს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო