სავაჭრო პალატის ორგანიზებით საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი ჩატარდა

სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი ჩატარდა. სავაჭრო პალატის ცნობით, ფორუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა პეტრ ჰლადიკიმ გახსნეს.

„ქართველ მეწარმეებთან ბიზნეს კავშირების დამყარების მიზნით დელეგაციას თან ახლდა წამყვანი და მსხვილი ჩეხური კომპანიები სხვადასხვა სექტორებიდან, მათ შორის: მეტალურგია, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ინჟინერია, წყლის ინჟინერია, გადამუშავება, ფარმაცია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, გარემოსდაცვითი კონსულტაციები, წყლის მართვა (Water treatment).

ფორუმის ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებში, დაემყარებინათ ბიზნეს კავშირები მსხვილ ჩეხურ კომპანიებთან, განეხილათ საინვესტიციო შესაძლებლობები, სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივები.

ფორუმი საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო პალატებისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო