თინა ხიდაშელი - ფარცხალაძის დასანქცირება პრემიერ-მინისტრის პირდაპირი გაფრთხილებაა, რადგან ის პრემიერ-მინისტრის ძმაკაცია

აშშ-ს მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება მე უფრო ვიტყოდი, რომ პრემიერ-მინისტრისთვის იყო პირდაპირი გაფრხილება, იმიტომ, რომ ის პრემიერ-მინისტრის ძმაკაცია და რა თქმა უნდა, ივანიშვილთანაც აქვს ურთიერთობა ცალსახად და უსიტყვოდ, მაგრამ ის არის პრემიერ-მინისტრის პირდაპირი ძმაკაცი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ხიდაშელის თქმით, ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლება ფორმალურად დაიწყებს მოკვლევას.

„ერთგვარად ბედის ირონიაა, რომ ადამიანი, რომელმაც სულ 37 დღე გაძლო მთავარი პროკურორის პოსტზე, მას შემდეგ, რაც საჯარო სივრცეში გამოვიდა და გადაწყვიტა, მაღალი თანამდებობა დაეკავებინა, ასევე ყველაფერი, რაც მის გარშემო არსებობდა და არავინ იცოდა, სწრაფად ამოტივტივდა, შესაბამისად თანამდების დატოვებაც ასევე სწრაფად მოუწია. ბოლოს აი, ასე ამთავრებს, როგორც ოფიციალურად სახელდებული „ეფესბეს“ წარმომადგენელი, რუსული ინტერესების ფორსირებისთვის მოვლენილი საქართველოში. არ არის ეს ჩემთვის არც უცნაური, არც გასაკვირი, იმიტომ, რომ ის, რაც მისი დანიშვნის დროს არავინ იცოდა, სულ რაღაც ერთ თვეში ბევრი რამ ისე გაირკვა, რომ ბოლოს აქამდე თუ მივიდოდა საქმე, დიდად, ალბათ, არც უნდა გაგვიკვირდეს. მე არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალური და ქმედითი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, თუმცა მგონია, რომ ფორმალურად დაიწყებენ ამ საკითხის მოკვლევას. ამის განცდას მიტოვებს ის განცხადებები, რომელიც უკვე მოვისმინეთ, რომ 10 წელია ფარცხალაძე ხელისუფლებასთან არანაირ კომუნიკაციაში აღარ არის ანუ „ქართულმა ოცნებამ“ მასზე მოიხსნა პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელია თქმით, მთავარია, რა პასუხი აქვს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის „ეფესბესთან“ თანამშრომლობის შესახებ საქართველოს უშიშროების სამსახურს, რომელიც „დაკავებულია ჩვეულებრივი ადამიანების, ამ ქვეყნის პატიოსანი მოქალაქეების თვალთვალით, მიყურადებით და დევნით“.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს. მათი ცნობით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდება, რომელთა შორის ოთარ ფარცხალაძეც არის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს, რომლის წინააღმდეგაც სანქციები დააწესა, ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024