სან-ფრანცისკოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, სან-ფრანცისკოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. ინფორმაციას პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, უახლესი ლიტერატურა, რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სან-ფრანცისკოს ბიბლიოთეკას გადასცა, ძირითადად საქართველოს კულტურას და ისტორიას ეხება, ასევე გაიგზავნა ქართული კლასიკური ლიტერატურა, თანამედროვე მწერლების შემოქმედება და საბავშვო გამოცემები.

„მორიგი დიდი ამბავი გვაქვს - სან-ფრანცისკოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.

„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, სან-ფრანცისკოს ეროვნული ბიბლიოთეკაში, მისი არსებობის 145 წლის განმავლობაში პირველად, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. ამდენად, ბიბლიოთეკის მკითხველებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოიწერონ საქართველოს შესახებ ლიტერატურა და გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას. წიგნების ნაწილი გადავეცით კალიფორნიაში არსებულ ორ ფონდს, რომლის ფარგლებშიც ფუქნციონირებს საკვირაო სკოლები. თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მადლობას ვუხდით ეროვნულ ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლევან ბერიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო