გია ვოლსკი - რაში შეიძლება პოლიტიკურ „ისტებლიშმენტს“ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ეტყობოდეს? საგარეო კურსი შეიცვალა? - სად გიჩნდებათ კითხვა და ეჭვი, რაც შეიძლება ფარცხალაძის ფიგურას დაუკავშირო?!

რაში შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ „ისტებლიშმენტს“ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ეტყობოდეს? - საგარეო კურსი შეიცვალა? რუსეთმა კავკასიაში რაიმე უპირატესობა ნახა, გარდა იმ უპირატესობისა, რაც მან სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიიღო? სად გიჩნდებათ კითხვა და ეჭვი, რომ ფარცხალაძემ პარტიის პოლიტსაბჭოზე ან რომელიმე ჩვენგანის პოზიციაზე გავლენა მოახდინა? ვისზე შეიძლება იყოს ეჭვი, რომ ფარცხალაძემ გავლენა მოახდინა და რაიმე შედეგს მიაღწია?! - რა მოხდა ისეთი, რაც შეიძლება ოთარ ფარცხალაძის ფიგურას დაუკავშირო?! - ასე მიმართა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ფარცხალაძე 2013 წლიდან „ჰორიზონტზე არ გამოჩენილა“ და მას პირადად არც კი იცნობს.

„თუკი აშშ-ს კონკრეტულ ავტორიტეტულ სტრუქტურას ასეთი მტკიცებულება გააჩნია, რა საკვირველია, ეს საქართველოში შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა შეისწავლოს, რომელიც მაღალ დონეზე ხასიათდება, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, მაგრამ რა პოლიტიკა შეიცვალა?! - ერთადერთი, რაზეც შეიძლება ადამიანმა იფიქროს არის ის, რომ განგებ იგივე სცენარი კეთდება, რაც 2008 წელს მოხდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს აშშ-ს მთელი პოლიტიკური "ისტებლიშმენტი" ეუბნებოდა, რომ კონკრეტული ნაბიჯი არ გადაედგა და მან ეს მაინც ეს გააკეთა. ამაზე მეტი დათმობა რუსეთისათვის, რა შეიძლება იყოს?!“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

აშშ-მ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი