არასამთავრობო სექტორის ანგარიშის მიხედვით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან  სრულად შესრულებულია 1, მეტ-ნაკლებად შესრულებული 2, ნაწილობრივ შესრულებული კი 7 რეკომენდაცია, ხოლო  2 - დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია შესასრულებელია

სიტუაცია უცვლელია და შესასრულებლად დარჩენილია ორი პრიორიტეტი: დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია - დრო არის ძალიან ცოტა, თითოეულ წუთს და საათს მნიშვნელობა აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში ევროკომისია დადებს საბოლოო გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელმა ვანხო ჩხიკვაძე ჟურნალისტებს განუცხადა.

ვანო ჩხიკვაძემ ისაუბრა არასამთავრობო სექტორის მიერ ერთობლივად მომზადებულ შეფასებაზე 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, რომლის პრეზენტაცია „რედისონში“ გაიმართა.

ჩხიკვაძის განმარტებით, 12 რეკომენდაციის შესრულება ბევრად მეტია, ვიდრე მათემატიკა და ის დაკავშირებულია საქართველოს მომავალთან.

„ეს არის ბოლო, რიგით მე-6 შეფასება, რომელიც წარმოადგინა სამოქალაქო საზოგადოებამ. მოგეხსენებათ, მთელი ამ დროის განმავლობაში, იანვრიდან დღემდე ჩვენ რეგულარულად ვაკვირდებოდით, თუ როგორ სრულდებოდა 12 პრიორიტეტი, რომელიც წინაპირობაა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების. ჩვენი შეფასებით, ბოლო დასკვნის მიხედვით, ერთი პრიორიტეტი, როგორც ეს აქამდე იყო, შესრულებულად რჩება და ეს არის ECHR-ის გადაწყვეტილებების ჩვენ კანონმდებლობაში პროაქტიულად გადმოტანა. მეტ-წილად შესრულებულად ანუ ახლოს შესრულებასთან არის ორი პრიორიტეტი: გენდერული თანასწორობა და ომბუდსმენის შესახებ პრიორიტეტი. ნაწილობრივ შესრულებულად ანუ რომელიც უფრო ახლოსაა შესასრულებელთან, 7 პრიორიტეტია. ეს არის საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმა, დამოუკიდებელი სასამართლო, მედიის დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფები და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რაც შეეხება შესასრულებელს, აქ სიტუაცია უცვლელია და დარჩენილია ორი პრიორიტეტი: დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.

რაც შეეხება მოლოდინს, დრო არის ძალიან ცოტა, თითოეულ წუთს და საათს მნიშვნელობა აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში ევროკომისია დადებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რასაც ექნება ჭეშმარიტება. აქედან გამომდინარე, ძალიან ცოტა დრო რჩება და რამდენად შეიძლება, რომ პროგრესი ვაჩვენოთ ზუსტად ამ დროში, ამას დრო გვაჩვენებს“, - განაცხადა ვანი ჩხიკვაძემ.

მისი თქმით, ამ პროცესში საბოლოო გადაწყვეტილება ეკუთვნის ევროკავშირს, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიის და ევროკავშირის რეკომენდაციები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ნებისმიერი შეფასება. ჩხიკვაძის განმარტებით, ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელისუფლებას “არა და არასდროს უთანამშრომლია“.

ანგარიშის ავტორები არიან: “დემოკრატიის კვლევის იმსტიტუტი”, “სასამართლოს გუშაგი”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი”, “ მმართველობის მონიტორინგის ცენტრი”, საქართველოს რეფორმების ასოციაცია”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და “საფარი”.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის