ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, ეკატერინე ორჯონიკიძე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ, ნაყოფიერ, წარმატებულ და საინტერესო წელს.

განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარი, რათა სრულყოფილ ცოდნას დაეუფლონ და შემდგომ ამ ცოდნით ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და უკეთესი მომავალი შეუქმნან.

მინდა ასევე წარმატებები ვუსურვო ჩვენს მასწავლებლებს, რომელთა წვლილიც მომავალი თაობის აღზრდისა და წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბების საქმეში უმნიშვნელოვანესია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას“, - მიმართავს მოსწავლეებს ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა