გია ვოლსკი - ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ხარჯი გიული ალასანიას გარდერობის ხარჯს შეადგენს - ალასანიას ტანსაცმლის ბრენდები რომ შეკრიბოთ, შეიძლება გადააჭარბოს კიდეც იმ ხარჯს, რაც ღარიბაშვილის ოჯახმა გასწია

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მიერ გაწეული ხარჯის მოცულობა გიული ალასანიას გარდერობის ხარჯს შეადგენს - დათვლადია. ალასანიას ტანსაცმლის ბრენდები რომ შეკრიბოთ, შეიძლება იმ ხარჯს გადააჭარბოს, რაც ღარიბაშვილის ოჯახმა გასწია, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრემიერ ღარიბაშვილის კერძო ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ვოლსკის თქმით, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტზე საუბარი ვერ იქნება და თემების გადაფარვის მიზნით ადგილი აქვს სპეკულაციას.

„თავიდან ბრალდება სახელმწიფო ხარჯებს უკავშირდებოდა. რა სახელმწიფო ხარჯიც „ნაციონალური მოძრაობის“ ბელადმა თუნდაც კბილებით გაკეთებულ მასაჟსა და ბოტოქსში გასწია, ღარიბაშვილის ოჯახის მიერ გაღებულ კერძო თანხებს აჭარბებს. გამოძიება იმაზე უნდა დაიწყოს, რამდენი მოპარეს ჯარს, ბიუჯეტს, რა თანხის ბოტოქსი გაიკეთა მიხეილ სააკაშვილმა. წინა ხელისუფლების დროს ათეული მილიონი დახარჯულია მეგობრების პატივისცემაში, ფრენებში, ვიღაც ქალების ჩამოყვანაში, მასაჟებში, ბოტოქსებში თანხები ბიუჯეტიდან იყო გახარჯული, რაც სტუდენტებსა თუ დაავადებულ ბავშვებს უნდა მოხმარებოდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს