თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ ხელს დააფარებს „ეფესბეს“ ჯაშუშს - ფარცხალაძის დასანქცირება არის გზავნილი აშშ-დან, რომ კარგად იციან, ვინ დგას რუსეთის გავლენების ზრდის ჯაჭვში

„ქართული ოცნების“ განცხადებები ლუსტრაცია იყო - ფარცხალაძის დასანქცირება არის გზავნილი აშშ-დან, რომ კარგად იციან, ვინ დგას რუსეთის გავლენების ზრდის ჯაჭვში საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ განცხადებებიდან ჩანს, რომ გამოძიებას არ გეგმავენ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ეფესბეს“ ჯაშუშს ხელს აფარებენ.

მისივე თქმით, წლების მანძილზე „ქართულ ოცნებასთან“ ფარცხალაძის კავშირებზე მიუთითებს 2017 წელს მომხდარ ინციდენტზე სასამართლოს გადაწყვეტილება და მისთვის მოქალაქეობის შენარჩუნება მას შემდეგ, რაც ის რუსეთის მოქალაქე გახდა, ასევე თავად ის ფაქტიც, რომ ფარცხალაძემ სპეცსამსახურების ფილტრი წარმატებით გაიარა.

„საქართველოს უამრავი მოღალატე ჰყოლია, მათ შორის, რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული, მაგრამ პირველად ხდება ასე საჯაროდ მხილება, როცა აშშ ასანქცირებს რუს- ქართველ ოლიგარქს, ყოფილ მთავარ პროკურორს. ამას რომ გაგრძელება მოჰყვება, ამაში, მგონი ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. ფარცხალაძე რომ მხოლოდ ცალკე აღებული ბიზნესმენი არ არის, ეს დასტურდება არამხოლოდ იმით, რომ 2013 წელს იკავებდა მთავარი პროკურორის პოსტს, არამედ დასტურდება მისი გავლენებით პროკურატურაზეც, როცა 2017 წელს მთავარ აუდიტორთან ჰქონდა შეხლა- შემოხლა, სასამართლოში მისი გამართლებით. ასევე, სპეცსამსახურების ფილტრის გავლა, რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნებაზე კიდევ ერთხელ ადასტურებს - რომ არა მისი გავლენები „ქართულ ოცნებაზე“ თუნდაც, მოქალაქეობას ვერ შეინარჩუნებდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სპეცსამსახურების ჩამოშლას, უსაფრთხოების სისტემის არასათანადო მუშაობას, რაც ხდება პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე. აბსოლუტური ლუსტრაცია იყო ასევე „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ ის კერძო ბიზნესმენია და შეხება არ აქვს „ოცნებასთან“, რადგან სწორედ მმართველი ძალა უნდა ყოფილიყო აღშფოთებული, თუ როგორ დაუშვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გენერალური პროკურორის პოსტზე განწესების წინ უსაფრთხოების ფილტრის გავლა. ამასთან, გამოძიების თაობაზე განცხადება არ მოვისმენია, რაც ნიშნავს იმას, რომ არ იქნება გამოძიება ან თუ იქნება, იქნება ისე, როგორც ეს სუს-ის კრებსებთან დაკავშირებით ვნახეთ, როცა შედეგი არ დამდგარა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მთელი პოლიტიკური სპექტრი ხელს დააფარებს „ეფესბეს“ ჯაშუშს, რომელიც მოქმედებს საქართველოში რუსეთის გავლენების უკან დასაბრუნებლად. ფარცხალაძის დასანქცირება არის გზავნილი აშშ- დან, რომ მათ ძალიან კარგად იციან, ვინ დგას რუსეთის გავლენების ზრდის ჯაჭვში საქართველოს წინააღმდეგ,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო