გიორგი ამილახვარი - პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება - მსგავსი მხარდაჭერა სტუდენტებისთვის ბოლო წლებში არ გვახსენდება

დღეს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება. მსგავსი მხარდაჭერა სტუდენტებისთვის არ გვახსენდება ბოლო წლებში საქართველოში, - ასე შეაფასა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომლის თანახმადაც, 30 ათას სტატუსშეჩერებულ სტუდენტს დავალიანება ჩამოეწერება.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, საუბარია კანონით განსაზღვრულ 5 წლის ვადაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, ვალის ჩამოწერის შემდეგ 5 წლის ვადაში როცა თავად გადაწყვეტენ, მაშინ აღიდგინონ სტატუსი.

გიორგი ამილახვარის თქმით, რაც შეეხება თანხას, მნიშვნელობა არ აქვს რომელ უნივერსიტეტში რა რაოდენობის თანხა იყო გადასახდელი, საუბარია აღნიშნული ვალის სრულად განულებაზე.

„მე და ფინანსთა მინისტრს პრემიერისგან დაგვევალა, რომ უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა ყველა უნივერსიტეტთან სხვადასხვა სამართლებრივი პროცედურების შესაქმნელად, მათ შორის, იქნება სხვადასხვა თემა, სტუდენტების კვოტებთან დაკავშირებით, საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით და ა.შ. რომელსაც ორშაბათიდან შევუდგებით ჩვენ და ყველა უნივერსიტეტთან გვექნება კომუნიკაცია ამ საკითხების უსწრაფესად მოსაგვარებლად. მე მინდა მივულოცო 30 ათას ახალგაზრდას საქართველოში, რომელმაც, პრაქტიკულად, დღეს ამ გადაწყვეტილებით განაახლა სტუდენტობა.

სტატუსის შეჩერების ვადა კანონის შესაბამისად არის 5 წელი. 5 წელი აქვს სტუდენტს უფლება, რომ ფინანსური დავალიანების თუ სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო, შეიჩეროს სტატუსი. ამ შემთხვევაში, ჩვენ აღებული გვაქვს მაქსიმალური ვადა - 5 წელი, იმიტომ, რომ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თქვენ იცით, რომ სტუდენტს უწყდება სტატუსი და ხელახლა უწევს ეროვნული გამოცდებით მისი მოპოვება. ვისაც აქვს შეჩერებული სტატუსი, რა თქმა უნდა, მათ შეეხებათ და ასეთი დაახლოებით პირველადი მონაცემებით არის 30 ათასი ადამიანი. ამ სტუდენტებს სადამდეც კანონი აძლევთ უფლებას ვალის ჩამოწერის შემდეგ, შეუძლიათ აღიდგინოს სტატუსი. სწავლის საფასურს აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაქსიმუმ 5 წლის სტატუსშეჩერებულ ადამიანს ჯამში რა დავალიანებაც ექნება, ამის განულებაზეა საუბარი“, - განაცხადა ამილახვარმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა