ცესკოში შშმ პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს გერარდ ქვინს შეხვდა. შეხვედრა ცესკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ ცესკოს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო სიჭინავა და დელეგაციის წევრები - ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერი ბარბარა ზამრსკა და მრჩეველი უილიამ პონსი.

გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესებში შშმ პირებისთვის სერვისების გაუმჯობესებისა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, შშმ პირთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისთვის საარჩევნო ადმინისტრაცია ახალ მიდგომას იყენებს, რაც სტრატეგიით განსაზღვრულ ყველა პრიორიტეტში მათი საჭიროებების მაქსიმალურ გათვალისწინებას გულისხმობს. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო შშმ პირების როგორც საარჩევნო პროცესში ჩართულობის, ისე არჩევნებში დამოუკიდებელი მონაწილეობისთვის შეთავაზებული სერვისები, ასევე ისაუბრა მათი ინფორმირების მიზნით დანერგილ სიახლეებზე. მათ შორის, აღინიშნა, რომ ცესკოში შექმნილია შშმ მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც პერმანენტულად განიხილავს ამ მიმართულებით აქტუალურ საკითხებს და რომლის შემადგენლობაშიც ცესკოს თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები შედიან.

აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ დიდი ძალისხმევა გასწია შშმ პირთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისა და თანაბარი პირობების უზრუნველყოფის კუთხით.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი გერარდ ქვინი საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა. შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და ქვეყნის გამოცდილების შეფასების მიზნით 4 -14 სექტემბრის პერიოდში მან შეხვედრები გამართა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან. გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ვიზიტის დასასრულს, 14 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში მათთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი