ცნობილი მოგზაური მწერალი კრის შალქი საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ნიდერლანდელ მოგზაურს, მწერალსა და ფოტოგრაფს კრის შალქს უმასპინძლა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურის ფარგლებში კრის შალქი თბილისსა და მცხეთას ესტუმრა. მოგზაურმა და მწერალმა საქართველოს ქალაქების ისტორიული უბნები, კულტურული ძეგლები და ტურისტულად საინტერესო ადგილები დაათვალიერა. კრის შალქმა საქართველოს შესახებ მომზადებული „სთორები“ და პოსტები სოციალური ქსელით Instagram-ით გაავრცელა.

ინფორმაციის თანახმად, ცნობილი მწერალი ისეთი გამოცემებისთვის ამზადებს პუბლიკაციებს როგორიცაა: CNTraveler, T+L, Design Antology, AD, Telegraph, Wallpaper, The Times და ა.შ.

მათივე ცნობით, პრესტურის მიზანია საქართველოში ტურისტული ნაკადების ევროპის ქვეყნებიდან გაზრდა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა