კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ჩარტერული რეისების დაფინანსებაზე - ძალიან ცუდია, როდესაც ბიუჯეტიდან თანხები პირადი მიზნისთვის იხარჯება - ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ძალიან ცუდია, როდესაც ბიუჯეტიდან თანხები პირადი მიზნისთვის იხარჯება.

მან მედიასთან თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებებზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

„ძალიან ცუდია, როდესაც ბიუჯეტიდან პირადი მიზნისთვის იხარჯება თანხები. ეს შეიძლება იყოს ფრენები, შეიძლება ყოფილიყო სხვადასხვა ტიპის საჩუქრები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა. ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და უნდა დაიწყოს მოკვლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს. ამასთან, როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ გაფორმებული ორი ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო