პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველო განიხილავს ბულგარეთს, როგორც მეგობარ ქვეყანას და სანდო პარტნიორს.

მთავრობის მეთაურმა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების აუცილებლობას. განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ვაჭრობა და ეკონომიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობაში, რადგან ბულგარეთი მუდმივად რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. გამოითქვა მზადყოფნა, ერთობლივი ძალისხმევით გაფართოვდეს საინვესტიციო თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

აღინიშნა, რომ როგორც შავი ზღვის ქვეყნებმა, საქართველომ და ბულგარეთმა უნდა გააგრძელონ ერთობლივი ძალისხმევა, რათა სრულად იქნას გამოყენებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო