„საქსტატი“ - საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19 431 ბავშვი შეადგინა - ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19 431 ბავშვი შეადგინა - ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი.

გარდა ამისა, „საქსტატის“ ცნობით, 2023 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -2 513 კაცით განისაზღვრა.

სტატისტიკის თანახმად, ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145).

რაც შეეხება ბუნებრივი მატების უარყოფით მაჩვენებელს, ყველაზე მაღალი შედეგი (-1287) იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა (-766) და კახეთში (-603) აღირიცხა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო