გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში: წოდორეთში, ლისზე, ვარდისწყაროში, ბევრეთში, ტაბარუკსა და მიმდებარე სოფლებში.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჭილურტი, ბუჩუნტლიანი, ბურღულები, ქარქუშაანი, მიქელიანი და მიმდებარე სოფლებში.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში: ცხვარიჭამიაში, კევლიანში, ლელუბანში, სოფელ გლდანსა და მიმდებარე სოფლებში.

მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს